ახალი ამბები
#ქუდოსკიდჸუდეს - წარწერა პურის შეფუთვებზე ზუგდიდში
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწყებულ მსოფლიო კამპანიას #დარჩისახლში ასოციაცია "ათინათი" შეუერთდა. ორგანიზაციამ პურის შესაფუთი ეკო-პარკები მეგრულენოვანი წარწერით ქუდოსკიდ ჸუდეს (ქართ. დარჩი სახლში) დაბეჭდა და ადგილობრივებს ამ სახით შინ ყოფნისკენ მოუწოდა. "გადავწყვიტეთ, რომ შევუერთდეთ კამპანიას "დარჩი სახლში". ვინაიდან სამეგრელოში ვართ, ვიფიქრეთ წარწერა მეგრულად გაგვეკეთებინა, რომ ყოფილიყო მშობლიური, თბილი, გასაგები ყველასთვის. ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთებია. მოგეხსენებათ რომ "ათინათი" დიდი ხანია ცდილობს პლასტიკის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანოს. მეუნარგიას ქუჩაზე მდებარე "სპარის" და პურსაცხობი "ლეკოს" ადმინისტრაციამ დიდი ენთუზიაზმით გაიზიარა ჩვენი ეს ინიციატივა და საკუთარი წარმოების ძალიან გემრიელი პური დახლზე სწორედ ასეთი შეფუთვით დევს. იმედი მაქვს ის ადამიანები, რომლებიც შეიძენენ პროდუქტს მსგავსი წარწერით, გაიზიარებენ ჩვენს იდეას, რომ შექმნილ ვითარებაში "ქუდოსკიდ ჸუდეს" არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ვაკეთებთ", - თქვა "ათინათის" აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ. გავრცელებულ კამპანიას #დარჩისახლში სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციისკენ მოწოდებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ცნობილი ადამიანი შეუერთდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ოქტომბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.