სოფელ ლიაში სტუმრად მყოფი სპორტსმენის კლასტერებზე ანალიზის განმეორებითი პასუხები უარყოფითია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფი სპორტსმენის ორი კონტაქტის ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ჟურნალისტებთან ადასტურებენ.
ზუგდიდში, ანაკლიის საკარანტინო ზონაში მოთავსებულ ორ მამაკაცს, რომელიც ინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტია, პროტოკოლით განმეორებითი ანალიზები დღეს აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. მათ covid 19 არ დაუდასტურდათ.
მათ ანალიზები გასულ კვირაში ინფექციის ნიშნების ქონის გამო აუღეს, თუმცა კორონავირუსი არც მაშინ დაუდგინდათ. ინფიცირებული სპორტსმენის 23 უშუალო კონტაქტი საკარანტინო სივრცეში ანაკლიაში რჩება.
მასალის გამოყენების პირობები