რეგიონი
ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ორი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ფოთის ჰოსპიტალის, „ცხელების ცენტრში“ ორი პაციენტი მოათავსეს. ისინი კლინიკაში ლანჩხუთიდან შეიყვანეს. ორივე მათგანს სხეულის ტემპერატურის მატება აღენიშნება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ განაცხადა, რომ პაციენტების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს.

„დღეს ავუღეთ ორ პაციენტს COVID-19-ზე ანალიზი და გაიგზავნა ლაბორატორიაში. ისინი ცხელების ცენტრში გვიან ღამით ლანჩხუთიდან შემოიყვანეს. ორივე ქალბატონია, ცხელება აქვთ მხოლოდ, დანარჩენი სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ. თავის დაზღვევის მიზნით, რადგან ერთ-ერთი არის ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებები აქვს, ხოლო მეორე ისეთ ადგილას მუშაობდა, სადაც კონტაქტი ჰქონდა ბევრ ადამიანთან, ჩავთვალეთ საჭიროდ შეგვემოწმებინა.

ასევე, ახალი ამბავი გვაქვს ის, რომ თვითიზოლაციაზე ავიყვანეთ ტრაილერის მძღოლები. ამ რეჟიმში, ბოლო მონაცემებით, 24 პირი იმყოფება, ხოლო კარანტინიდან შვიდი მოიხსნა და დარჩა ორი ადამიანი“,- თქვა ზინაიდა გაგუამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.