ზუგდიდის ინფექციურში სასწრაფო დახმარების მედდა კორონავირუსის ნიშნებით შეიყვანეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ქალი წუხელ, გვიან ღამით შეიყვანეს.
მას ცხელება აღენიშნებოდა. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ის სასაწრაფო-სამედიცინო სამსახურის მედდაა.
ამავე ცნობით, ქალი ინფექციურში ერთ-ერთი სოფლიდან გადაიყვანეს. დღეს იგეგმება პაციენტის ბიო-ანალიზის გადაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.
მასალის გამოყენების პირობები