საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge დღეს განახლდა.
ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462 პირი.
ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 69 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. საზღვარგარეთ კორონავირუსით გარდაცვლილია საქართველოს 9 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები