ახალი ამბები
მოწერელია ზუგდიდის შესაძლო ჩაკეტვაზე - გამორიცხული არაფერი არ არის
ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის შესაძლო ჩაკეტვაზე ისაუბრა. ინფორმაციას გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, შეზღუდვების დაწესება არ წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესს და ეს შექმნილი მდგომარეობით იქნება განპირობებული. 

"რაც შეეხება ქალაქის ჩაკეტვას - ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება და გამორიცხული არაფერი არ არის. ფაქტია, რომ არის ქალაქში ხალხმრავლობა და მოურიდებლობა. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, სახელმწიფოს ინტერესი არ არის შეზღუდვები, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი მოქალაქე იქცევა უპასუხისმგებლოდ და მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დარჩნენ სახლში, ნუ შეუქმნიან პრობლემას სხვებს და საკუთარ თავს", - თქვა ალექსანდრე მოწერელიამ.

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. დღეიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.