სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდში სასაფლაოების შესაძლო დაკეტვასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოქალაქეთა ჭარბი ნაკადი შეიმჩნევა, გამორიცხული არაფერია.
"რაც შეეხება სასაფლაოებს - დაიკეტება იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება მსგავსი ხალხმრავლობები და გადაადგილებები. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი მოქალაქე იქცევა უპასუხისმგებლოდ და მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დარჩნენ სახლში", - თქვა გუბერნატორმა.
გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს მასშტაბით სააღდგომოდ სასაფლაოებზე სიარულის აკრძალვას განიხილავს. მისივე თქმით, აღნიშნული დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.
მასალის გამოყენების პირობები