17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მანვე ბრიფინგზე დააზუსტა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება იურიდიულ პირს, რაც 15 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
"იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამწვავება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობას, დარჩით სახლში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრესსპიკერის თქმით ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებითაც.
მასალის გამოყენების პირობები