მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების მიზნით დაწესებული ახალი
რეგულაციების გათვალისწინებით, ზუგდიდისა და ცაიშის
ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია ღამით არ ჩატარდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე გერასიმემ უთხრა. მიტროპოლიტის თქმით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა კვირას, დილის 7 საათიდან დაიწყება.
"ღამით ადამიანები ვერ მოახერხებენ მოსვლას. ტრანსპორტით გადაადგილება არ შეიძლება, შეზღუდულია მრევლი, ამიტომაც ვფიქრობთ, ჩავატაროთ დილით", - თქვა მეუფე გერასიმემ.
მან მრევლს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები