მარტვილის ცხელების ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მოთავსებულ მამაკაცს Covid 19 არ დაუდასტურდა.
ინფორმაცია რადიო
"ათინათს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ დაუდასტურა.
ერთ-ერთი სამედიცინო ქსელის კლინიკაში მომუშავე ექიმ-ანესთეზიოლოგი ცხელების ცენტრში გუშინ
გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით პაციენტს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები