აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ადმინისტრაციულ საზღვართან სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა.
"მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ, ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მშვიდობიანად დაგვაბრუნოს და ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით, გაერთიანებულიყოს ჩვენი სამშობლო", - თქვა მეუფე გერასიმემ.
მან ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღდგომა მიულოცა ენგურის ხიდთან არსებული საგუშაგოსა და ცაიშში მდებარე ბლოკ-პოსტის მორიგეებს. მეუფემ მათ სიმბოლური სააღდგომო საჩუქრები და ხატები გადასცა. დღესვე, ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა და იქ მომუშავე მედიკოსებს მადლობა გადაუხადა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები