ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 95 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს
კორონავირუსით დაინფიცირებული 1925 წელს დაბადებული პაციენტი, რომელიც ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას აფხაზეთში მოსახლეობის COVID -19 - გან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. პირველი ინფიცირებული ამავე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მას რამდენიმე დღეში გაწერენ, ასევე სტაბილურია, მეორე ინფიცირებულის მდგომარეობაც. 

20 აპრილის მონაცემებით, ტესტირება 27 ადამიანს ჩაუტარდა. მათი ანალიზების პასუხი უარყოფითია, წერს "აფსადგილ ინფო".

ამავე ცნობით, გუდაუთის ჰოსპიტალში მედიკოსების ერთმა ცვლამ დაასრულა მორიგეობა, ისინი ტესტირებას გაივლიან და 14 დღიან კარანტინში დარჩებიან. მათ ექიმების მეორე ჯგუფი ჩაენაცვლა.

დღეის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველის შემთხვევა აფხაზეთში 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი შემთხვევა - მისი კონტაქტებია.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.