ახალი ამბები
დღეიდან ზუგდიდში Covid 19-ზე კვლევა "პრაიმედის" ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი 
სამედიცინო კორპორაცია "პრაიმედის" ზუგდიდის ლაბორატორიაში COVID 19-ზე პირველი PCR ტესტები გაკეთდა. ინფორმაციას "პრაიმედის" პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველივე დღეს ადგილზე 12 ადამიანს ჩაუტარდა გამოკვლევა. ლაბორატორიის ხელმძღვანელის ლელა ქაჯაიას თქმით, ყველა მათგანის ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო.

"პირველმა დღემ ჩვენს განახლებულ ლაბორატორიაში საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. დღეიდან ჩვენი ლაბორატორია იქნება ერთ-ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო სამეგრელოს რეგიონში ერთადერთი ლაბორატორია, სადაც გაკეთდება შესაბამისი კვლევები COVID 19-ზე. უფრო დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს მოგაწვდით", - თქვა "პრაიმედის" ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა ქაჯაიამ.

დღესვე ლაბორატორიაში განმეორებითი კვლევა ჩაუტარდა ინფექციური საავადმყოფოდან გაწერილ პაციენტსაც, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ 14 დღიან თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებოდა. 

PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ტესტირება არის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც Covid 19-ის დასადგენად იყენებენ. სწორედ ამ ტესტს უწევს რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რადგან ის მაღალი სანდოობით გამოირჩევა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.