მეუფე გერასიმე: საფრთხეს ვერ ვხედავთ და ზიარების წესი არ შეიცვლება
ზიარების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს უთხრა. მეუფე გერასიმეს თქმით,
არცერთ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიას, გარდა რუსეთისა, ზიარების წესი არ შეუცვლია და ამას არც საქართველოს საპატრიარქო განიხილავს.
"15 ეკლესია არსებობს, არც ერთს არ შეუცვლია ზიარების წესი, გარდა რუსეთისა. ნუთუ არ არის საბერძნეთში, სერბეთში, იერუსალიმში ? ჩვენ რომ შევცვალოთ, გვეტყვიან რუსების ჭკუაზე დადიანო. არც ერთს არ დაუყენებია ეჭვის ქვეშ, არც ერთ ეკლესიას. ამაში საფრთხეს ვერ ვხედავთ", - თქვა მიტროპოლიტმა.
კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით ლიტურგია დღეს ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ჩატარდა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ ეკლესიაში მისულ მრევლს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები