ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 77 პირი იმყოფება. ამ დროის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 181 ადამიანი რჩება. თვითიზოლაცია კი 865 მოქალაქეს მოეხსნა.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 31 ნიმუში იყო გაგზავნილი. აქედან 30 უარყოფითია, ხოლო ერთის პასუხს ელოდებიან.
რაც შეეხება ჯარიმებს, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის 1 პირი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები