ფოთის ბაზარი სანიტარული ნორმების გამკაცრებული რეჟიმით მუშაობს
ფოთის აგრარულ ბაზარში მუშაობა სანიტარული ნორმების გამკაცრებული რეჟიმით მიმდინარეობს. მაღაზიებსა და ბაზრის მიმდებარედ
განთავსებულ სავაჭრო ობიექტებზე ხალხმრავლობაა.
აგრარული ბაზრის დირექტორის ნოდარ კორსანტიას თქმით, ადგილზე მომუშავეებს პირბადის ტარების ვალდებულება აქვს. მან გარემოვაჭრეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა.
„აგრარულ ბაზარში შემსვლელ ყველა მოქალაქეს უტარდება თერმოსკრინინგი, ფული კი უთოვდება და დეზინფექცია უტარდება. აქ შემომსვლელ ყველა პირს პირბადის ტარება ევალება. მოვუწოდებ გარემოვაჭრეებს, ჩვენ კი ვიცავთ უსაფრთხოების წესებს, მაგრამ გარეთაც თუ არ მოხდა წესების დაცვა, ამ ყველაფერს აზრი არ ექნება“, – თქვა მან.
აგრარული ბაზარი ფოთში 22 აპრილს გაიხსნა, თუმცა სხვა სასურსათო მაღაზიებთან ერთად, სრულად ის დღეიდან ამოქმედდა.
მასალის გამოყენების პირობები