ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 511 შემთხვევა არის დადასტურებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში Covid 19-ით
ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ
ვებგვერდზეა განთავსებული.
დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 156 მოქალაქე, 6 კი
გარდაცვლილი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
საიტზე განახლებული სტატისტიკით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი.
მასალის გამოყენების პირობები