რეგიონი
ზუგდიდელმა ფერმერმა 1 ტონაზე მეტი მარწყვი შინ მიტანის სერვისის საშუალებით გაყიდა
ზუგდიდელმა ნანა ფიფიამ 3 ტონაზე მეტი მარწყვის რეალიზება უკვე მოახერხა. ფერმერი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე 2 ტონა მარწყვის გაყიდვა მოახერხა, ხოლო მას შემდეგ, რაც გადაადგილება შეიზღუდა, შინ მიტანის სერვისი დანერგა.



„მთელი ორი თვე ვაბარებდით საკონდიტრო და კვების ობიექტებში. ორ ტონაზე მეტის გაყიდვა შევძელით. ბოლოს კი შინ მიტანის სერვისი დავნერგეთ და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და პანდემიას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია. დაახლოებით 1 ტონა მარწყვი მივუტანეთ მომხმარებლებს სახლში. გადაადგილების ნებართვა კი მერიიდან მივიღეთ“, - თქვა ნანა ფიფიამ.



კენკროვანი კულტურის სათბური სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დაათვალიერა. დავით ვერავას თქმით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ფერმერებს არ ჰქონიათ გადაადგილების და საქმიანობის განხორციელების პრობლემა.



,, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობები. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ რეგიონში არ შეფერხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია და საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება” - თქვა დავით ვერავამ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.