რეგიონი
ზუგდიდელი სტუდენტი თავის სტიპენდიას ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს გადასცემს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ერეკლე ჭუხულაძე მის მიერ ახლახან მოპოვებულ სტიპენდიას ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადასცემს.

ზუგდიდელმა ახალგაზრდამ სტიპენდია საადვოკატო ბიუროს “მიგრიაული და პარტნიორების“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შედეგად მიიღო. მან გადაწყვიტა ამ თანხით მათ დახმარებოდა, ვისაც ახლა ეს განსაკუთრებულად სჭირდება.

"მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, კონსტანტინე კაკავას დავუკავშირდი და ვთხოვე იმ ბავშვის რეკვიზიტები, რომელსაც ამ ეტაპზე დახმარება ძალიან სჭირდება. რეკვიზიტებს მივაწვდი საადვოკატო ბიუროს და კონკრეტულ თანხას ოთხი თვის განმავლობაში ჩაურიცხავენ ", - გვითხრა სტუდენტმა.

ერეკლე ჭულუხაძე 2018 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტიცაა. გარდა ამისა, 2019-2020 სასწავლო წელს მოიპოვა აფხაზეთის მთავრობის მიერ დაწესებული ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია. მას აგრეთვე 2017 წლიდან დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტიპენდია ერიცხება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.