ახალი ამბები
აფხაზეთში საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილი 15 მაისამდე გახანგრძლივდება
სოხუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 15 მაისამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად მიიღო, წერს "აბხაზია ინფორმი".

ამავე ცნობით, საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები 4 მაისიდან ეტაპობრივად მოიხსნება საზოგადოებრივი და შიდასაქალაქო ტრანსპორტის გადაადგილებაზე. ასევე ამოქმედდება სილამაზის და კოსმეტოლოგიური, მასაჟის და SPA-სალონები, ფიტნეს - ცენტრები და სპორტული დარბაზები. 20 აპრილიდან გაიხსნა აგრარული ბაზრების ნაწილიც, რომლებიც კვირაში სამ დღეს მუშაობენ.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა.

ოპერატიული შტაბის მონაცემებით, რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.