საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში ახალი ვირუსით გარდაცვლილი მე-7 ადამიანია.
ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ stopcov.ge-ზე განახლდა. ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-ს შედგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია - 5320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები