საქართველოში კორონავირუსისგან 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რაც 8-ით მეტია წინა მონაცემზე. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის
მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge დღეს განახლდა.
საიტზე განახლებული სტატისტიკით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული. Covid 19-ით ქვეყანაში რვა პირი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 5260 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553.
მასალის გამოყენების პირობები