კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 60 წლამდე ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო. მას საუნივერსიტეტო კლინიკაში დაახლოებით სამი კვირის მანძილზე მკურნალობდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა, პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

"მას ჰქონდა ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა მძიმე მიმდინარეობით. პაციენტი მოთავსდა რამდენიმე კვირის წინ ჩვენს კლინიკაში. პირველ ეტაპზე იყო თერაპიულ განყოფილებაში, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა. დაუფიქსირდა სუნთქვის უკმარისობა, კლინიკურად გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი", - თქვა ლევან რატიანმა.

დღეის მონაცემებით, კორონოვირუსით ინფიცირებულების რიცხვი საქართველოში 7-ით გაიზარდა და 589 გახდა, გამოჯანმრთელებულია 221 ადამიანი.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ოქტომბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 7 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.