რეგიონი
საგანგებო ვაუჩქუნა, არძო გალე ქეგლოულა – "არამი დო შარიქას" ინტერპრეტაცია "კოლხური ტრიოსგან" (ვიდეო)
სოციალური კამპანია #დარჩისახლში ფარგლებში და აჭარის ტელევიზიის გადაცემის "ეთნოფორის" თხოვნით, ანსამბლმა "კოლხური ტრიო" მეგრული სიმღერის "არამი დო შარიქას" ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა.
"მეზობელი ქალები ერთმანეთში საუბრობენ. მათ კი ხელს უშლის ერთ-ერთის მთვრალი მეუღლე იასონი, რომელიც მხოლოდ ჭამის ჯავრშია და არყით გამოთრობა სურს. ქალები ბჭობენ და ხუმრობენ:
"გაიგეთ ხალხნო, თურმე კორონა მეგრელებს არ ერჩის.. არადა ის ტურასგასაგლეჯი რავა ყველგანაა, ამოუწყდა მომგონი, გამჩენი და ჯილაგი. დავუძახოთ ერთი, თენგიზს, ამირანს, მარინას და ლევან რატიანს საშველად, როგორმე მოგვაწოდონ წამალი. ამ ოხერი კორონასთვის სულ ერთია დიდი თუ პატარა. არ ხედავთ, რამოდენა ზარალშია იტალია ? თქვე გახარებულებო, რაც არ შეიძლება არ გააკეთოთ. წამოწექით სახლში და ამთქნარეთ რამდენიც გენებოთ. მოითმინეთ ცოტა, რომ იჯანმრთელოთ და გაექცეთ კორონას", - ასეთი შინაარსი ახლავს თან ვიდეოს აღწერას.

მომღერლები თავიანთ შემოქმედებაში კარანტინის თემასაც ეხებიან და ხუმრობენ, რომ საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, ყველა გარეთ დადის.

ფოლკლორული ანსამბლის წევრები ეკა კოღუა, ბელა ქამადაძე და დარეჯან ფაჩულია ამბობენ, რომ მათ ამ ვიდეოს გადაღებისას ბევრი იხალისეს. "კოლხური ტრიო", დაახლოებით, 45 წელია, რაც არსებობს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.