1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს, ხოლო 5 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები.
„ამას ჩვენ გავაკეთებთ, როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია,“ - აღნიშნა გახარიამ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის ამბობს, რომ 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
„ ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე. აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადებისა და შემდგომი, ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია.
სხდომაზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მათ აქვს გეგმა და ეს გეგმა აუცილებლად შესრულდება.
მასალის გამოყენების პირობები