სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსზე კვლევა 123 პირს ჩაუტარდა.
მათგან 94-ს უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, ხოლო 29 პირის პასუხს კი დღეს ელოდებიან.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 78 პირი რჩება, თვითიზოლაციაში 168 პირი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაცია 899 მოქალაქეს მოეხსნა.
ამავე ცნობით, ბოლო 24 სააათში, „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის 4 პირი დააჯარიმეს.
„
მასალის გამოყენების პირობები