საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული.
ამავე ცნობით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია.
კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459 პირი.
მასალის გამოყენების პირობები