ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge დღეს განახლდა.
საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 635 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-ს შეადგენს, გარდაცვლილია 10 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452.
მასალის გამოყენების პირობები