აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში 17 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან ერთს Covid – 19 დაუდასტურდა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, პაციენტს გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანენ, წერს "აფსადგილ ინფო".
აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე მოთავსებულ კოვიდ - ინფიცირებული 6 პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მათგან, ორს - ცალმხრივი პნევმონია აღენიშნება.
ამ დროისთვის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 15 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები