ორშაბათიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები იხსნება
საქართველოში 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა
საშუალებას, რომ გარკვეული ეტაპები დაჩქარდეს.
„ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები