კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის დედას და 2 არასრულწლოვან შვილს covid 19-ი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო
"ათინათს"
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა ანზორ ქობალიამ დაუდასტურა. მისივე თქმით, კვლევა ჩაუტარდა პაციენტის კიდევ ერთ შვილს, მეუღლესა და სიდედრს, თუმცა მათი პასუხები უარყოფითია.
"მიმდინარეობს სხვა კონტაქტების მოკვლევა. ჯერჯერობით ვერ გეტყვით სად გადაიყვანენ დანარჩენებს, თუმცა უშუალოდ მამაკაცი გადაყვანილია თბილისში, ორმხრივი პნევმონიით", - თქვა ქობალიამ.
42 წლის მამაკაცი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. PCR კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტი ტრაილერის მძღოლია, რომელიც სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა.
ამავე თემაზე:
Covid 19-ით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტებს თბილისსა და ფოთშიც იკვლევენ
ზუგდიდში კორონავირუსი ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა
მასალის გამოყენების პირობები