ახალი ამბები
ინგა ჩანბა კორონავირუსზე: თუ წესებს არ დავიცავთ, აფხაზეთში სიტუაცია შეუქცევადი გახდება
გუდაუთის რაიონის მთავარი ექიმის ინგა ჩანბას განცხადებით,   აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა. მისი მიმართვა დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა. სპეციალისტი მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან  2 - მეტრიანი დისტანცია, არ შეიკრიბონ ხალხმრავალ ადგილებში, დახურულ სივრცეში კი ნიღბები ატარონ.

"თუ ჩვენ ამ წესებს არ დავიცავთ,  ცუდ დღეში ჩავვარდებით და მედიცინა ამას ვერ მოერევა" ,  -  აღნიშნა მან.

მისი თქმით, მიუხედავად მედიკოსების გაფრთხილებისა, მოქალაქეები, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვთ, თვითიზოლაციის რეჟიმს არ იცავენ.

"მამაკაცი ჩამოვიდა ორ ბავშვთან ერთად არასასურველი კერიდან  4 მაისს,  ხოლო 5 მაისს ის ოჩამჩირეში სამძიმარზე წავიდა.  თავად ის კოვიდ უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა საინკუბაციო პერიოდი არ იყო დასრულებული. ადამიანები უნდა იცავდნენ თვითიზოლაციის რეჟიმს. ჩვენ ფსოუდან გვაწოდებენ ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც საზღვარს კვეთს. ჩვენ ვურეკავთ ამ ადამიანებს და მოვუწოდებთ, დარჩნენ თვითიზოლაციაში. ყველა პირობას გვაძლევს, ყველას თითქოს ესმის ყველაფერი, თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ ჩვენთან კორონავირუსი არაა და ეს ყველაფერი გამოგონილია. თუმცა, როგორც კი აღმოჩნდება, რომ ვინმე დაინფიცირდა, პანიკა იწყება. თხოვნა ასეთია: პანიკას ნუ მიეცემით, უნდა დაიცვათ თვითიზოლაციის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია შეუქცევადი გახდება", -  ამბობს ჩანბა.

დღეის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა ნაწილი რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტები არიან,  ერთი კი - აფხაზეთში დისლოცირებული მე - 7 რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურე, მანამდე კოვიდ – 19 გუდაუთის სოფელ ბამბორას ორ მცხოვრებს დაუდასტურდა, რომელიც მოსკოვიდან დაბრუნდა, უფრო ადრე კი, სოხუმში სოჭიდან დაბრუნებული ერთი ოჯახის სამ წევრს.

აპრილში ინფექცია გაგრის 3 მცხოვრებს დაუდგინდა, ორი მათგანი, გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ, გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი, 1925 წელს დაბადებული ქალი, გარდაიცვალა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.