საქართველოში კოვიდ19-ის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 2-ით მოიმატა და 723 მიაღწია. ამავე ცნობით, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი და ჯამში კოვიდ19-სგან 495 განიკურნა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 3614 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 316 პირი გადის.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კრონავირუსით სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები