ზუგდიდში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის სამი არასრულწლოვანია, რომელიც ტრაილერის
მძღოლის
კლასტერს განეკუთვნება.
რაც შეეხება მეორე დადასტურებულ შემთხვევას, ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდა.
გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე სულ 143 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან 139 ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, ოთხი ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა კი ხელმეორედ ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები