ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს 92 პირის ანალიზი აიღეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეული 92 პირიდან 15 ცხელების ცენტრების პაციენტია, სამი მოქალაქე საკარანტინო სივრციდან (მათ შორის ერთი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან).
რაც შეეხება დანარჩენებს, დღეს გაიტესტა რეგიონის მასშტაბით 50 მედიკოსის ნიმუში, ხოლო 24 პირი ფოთის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომელია.
მასალის გამოყენების პირობები