საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდში დღის განმავლობაში 22 პირის ნიმუში გაიტესტა და ყველა პასუხი უარყოფითია. მათ შორის 4 პირი
ტრაილერის
მძღოლის კონტაქტია. ასევე გამოკვლეულთა შორის არიან კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ფოთის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები და მედპერსონალი.
სპეციალურ საიტზე https://stopcov.ge/ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 730 შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებული 522 პირია, გარდაცვლილი კი 12.
მასალის გამოყენების პირობები