„ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ ონლაინ გამოკითხვას იწყებს, რომლის მიზანია შეფასდეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული
სტრესის ზეგავლენა საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მოცემულ სიტუაცისათან გამკლავების გზების შესასწავლად.
კვლევას ატარებენ ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლონდონის ტროპიკული მედიცინის სკოლის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მონაწილეობა შეუძლია 18 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერ ადამიანს.
კვლევის ხანგრძლივობაა 15 წუთი.
მიღებული მონაცემების მიხედვით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები მოსახლეობის ფსიქიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
კითხვარის შესავსებად გადადით
ბმულზე:
მასალის გამოყენების პირობები