ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ ანალიზი 122 პირის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა.
ამავე ცნობით, გამოკვლეულთა შორის არიან ცხელების ცენტრების პაციენტები, რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალი, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირები. Covid-19 არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი. სპეციალური ვებგვერდის stopcov.ge ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 757 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 600 ადამიანი, გარდაცვლილი კი 12.
მასალის გამოყენების პირობები