სოხუმში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
აფხაზეთში კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის 6 ივნისის მონაცემებით, 45 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათგან ერთს Covid -19 დაუდგინდა.
ის, რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, წერს "აბხაზია ინფორმი". ამავე ცნობით, სოხუმის საკარანტინო ზონა, რომელიც სასტუმრო "აიტარშია" მოწყობილი 12 - მა კურსანტმა დატოვა.
ამ დროდმე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 37 შემთხვევაა დადასტურებული, 8 კურსანტი გუდაუთის ჰოსპიტალში გადის სტაციონარულ მკურნალობას, 27 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
სოხუმმა ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გაახანგრძლივა.
მასალის გამოყენების პირობები