ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში Covid 19-ზე 14 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა.
მათ შორის არიან ცხელების კლინიკის პაციენტები, მედპერსონალი და კარანტინში მყოფი ერთი პირი. ყველა პასუხი უარყოფითია.
ამავე ცნობით, კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა რუხის კლინიკაში. მას განმეორებითი კვლევა ჩაუტარდა, ორივეჯერ პასუხი უარყოფითი იყო, რაც ნიშნავს რომ ის გამოჯანმრთელდა. პაციენტი არასრულწლოვანია და ტრაილერის მძღოლის კლასტერს განეკუთვნება.
საქართველოში დღეის მონაცემებით Covid 19-ით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული სტატისტიკით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 809 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 674-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 2915 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 237.
მასალის გამოყენების პირობები