საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. საიტის მონაცემებით ამ დროისთვის ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების სულ 837 შემთხვევა
არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 697-ს შეადგენს.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3213 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303.
მასალის გამოყენების პირობები