ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 34 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. მათ შორის არის ცხელების კლინიკის 12 პაციენტი, 7 მედიკოსი, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში მყოფი 14 პირი
და თვითიზოლაციაში მყოფი 1 მოქალაქე. 33 მათგანის ანალიზის პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება კოვიდ-დადასტურებულ პაციენტს, რომელსაც განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა, მისი პასუხი სუსტად დადებითია და ის რუხის კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები