ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 104 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. ყველა მათგანის პასუხი Covid 19-ზე უარყოფითია.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ბოლო მონაცემებით 35 პირი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 20 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები