ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 136 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. გამოკვლეულთა შორის არიან ცხელების კლინიკის პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, კარანტინში მყოფი
მოქალაქეები და ფოთის საბაჟო-სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები. ყველა მათგანის პასუხი Covid 19-ზე უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვებგვერდის stopcov.ge ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 895 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 741-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 2855 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.
მასალის გამოყენების პირობები