ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 55 პირი რჩება.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 41 პირი იმყოფება. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1932 მოქალაქეზე.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 141 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. მათ შორის არიან ცხელების კლინიკისა და დიალიზზე მყოფი პაციენტები, მედიკოსები, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირები, ასევე საბაჟო–სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლები. ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
მასალის გამოყენების პირობები