რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში დღეის მონაცემებით 4 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი კოვიდ-დადასტურებული პირია. როგორც რადიო "ათინათს" საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ უთხრა, პაციენტის შუალედური ტესტირების
პასუხი ნეგატიურია, განმეორებითი კვლევა კი დღეს ჩაუტარდება. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ანალიზის პასუხი ისევ უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.
ქალი, რომელსაც კორონავირუსი 17 მაისს დაუდასტურდა, ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა.
გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 40 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 87 პირი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 30 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები