ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 255 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. მათ შორის არიან რეგიონში არსებული ცხელების კლინიკების პაციენტები, მედპერსონალი,
საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, დიალიზზე მყოფი პირები, კარანტინში მყოფი მოქალაქეები და საგუშაგოს თანამშრომლები.
251 გამოკვლეულის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია, 4-ის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ბიოლოგიური მასალების აღებას საჭიროებისამებრ გააგრძელებენ.
ინფორმაციისთვის, რუხის საავადმყოფოში არც ერთი კოვიდინფიცირებული არ იმყოფება. ბოლო პაციენტი კლინიკიდან 29 ივნისს გაეწერა.
მასალის გამოყენების პირობები