ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული პაციენტებიდან ერთ-ერთს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
რეგიონის მასშტაბი გუშინ, 6 ივნისს 292 ნიმუში გაიტესტა, მათ შორის, 19 პაციენტი, მედპერსონალი-18, კარანტინის 9 ბინადარი, დიალეზზე მყოფი 1 პირი, მძღოლი - 5 და შს სამინისტროს 240 თანამშრომელი.
კოვიდინფიცირებული 60 წლამდე პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია და ის შიდა ქართლიდანაა. პაციენტი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაშია მოთავსებული.
ამავე ცნობით, კონტაქტები მოკვლეულია და ორი პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები