ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 337 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში დღეის მონაცემებით 102 პირი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 14 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირების სულ 963 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 841-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები