საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 26 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორის ცხელების ცენტრების 12 პაციენტია, 5 შს სამინისტროს თანამშრომელი, 8 საკარანტინო სივრცეში და ერთი თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 995-ს შეადგენს. ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 857-ია.
მასალის გამოყენების პირობები